ივერიონი / თბილისში მომავალ წელს რუსი დიპლომატები ჩამოვლენ

თბილისში მომავალ წელს რუსი დიპლომატები ჩამოვლენ

შავი ზღვის ეკომონიკური თანამშრომლობის ორაგნიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას, ქართული  დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რუსული დელეგაცია საქართველოში დაპატიჟა.


აღნიშნულის შესახებ საგანელიძემ ბაქოში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე განაცხადა.


,,ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა პრობლემები არსებობდეს, თუმცა ,, შავი ზღვის ეკომონიკური თანამშრომლობის ორაგნიზაცია“ ეკონომიკური ფორმატია, ეს პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება და  შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა საგანელიძემ.


რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მიხეილ ემელიანოვი დადებითად შეხვდა ამ წინადადებას. მისი თქმით, რუსული მხარე ასევე დაინტერესებულია ორგანიზაციის ფარგლებში ქართულ მხარესთან თანამშრომლობით.


ორგანიზაციის ფარგლებში ქართველი და რუსი წარმომაგენლების შეხვედრა თბილისში, მომავალი წლის ოქტომბერში გაიმართება.

29-11-2012, 17:26
უკან დაბრუნება