ივერიონი / რა სიმდიდრეს ფლობს ჩიორა თაქთაქიშვილი?

რა სიმდიდრეს ფლობს ჩიორა თაქთაქიშვილი?

2008 წლის 29 აპრილს ჩიორა თაქთაქიშვილმა დეკლარაცია ხალხის რჩეულის კანდიდატის სტატუსით შეავსო, თუმცა დეკლარაცია არაერთხელ შეუვსია, რადგან 31 წლის ქალბატონმა ჩიორამ სამოხელეო პრაქტიკა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იურიდიულ სამსახურის უფროსად. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერმედია“ წერს.


ჩიორა თაქთაქიშვილი მარტო ცხოვრობს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც მისი საცხოვრებელი ბინის ფასი, არც მფლობელი და არც სხვა რამე უძრავ-მოძრავი ქონება. საბანკო ანგარიშებიც მეტად მწირი აქვს: "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე, სულ რაღაც 10 აშშ ერიცხებოდა, "ბაზისბანკის" საკრედიტო ბარათზე კი - 1662 ლარი.


რა შეეხება დასაქმებას: გადეპუტატებამდე ქალბატონი ჩიორა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ამ საქმიანობაში ყოველწლიურად 38707 ლარს იღებდა, ამის პარალელურად 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო მონაწილეობას იღებდა საბაკალავრო პროგრამის შემუშავებაში. ამ საქმიანობამ მას 10886 ლარი მოუტანა, იმავდროულად კი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც წაიკითხა ლექცია, მოწვეული ლექტორის რანგში, საჯარო სამართლის მიმართულებით, რაშიც 120 ლარი აიღო.


საინტერესოა, როგორია მისი ახლანდელი დეკლარაცია?

29-11-2012, 19:56
უკან დაბრუნება