შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ დააკავა.
აღსანისნავია, რომ მას ამჯერად გამოძიება 3 ათასი ლიტრი ბენზინის მითვისებას ედავება.
"საქმე აღძრულია 333-ე და 182-ე მუხლებით. პირველი გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას, მეორე - მითვისებას. საუბარია გენერალურ ინსპექციაში მისი მუშაობის პერიოდზე", - აღნიშნა ადვოკატმა.
გუნავა წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას აბსურდული ბრალდებები აქვს, რაც სამარცხვინოა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენინსპექციის უფროსი თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო უკვე იყო დაკავებული. საქალაქო სასამართლომ კი მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.