ივერიონი / სამართალდამცავებმა ქარელში საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცავებმა ქარელში საბრძოლო მასალა ამოიღეს

როგორც შსს-ს პრესსამსახური იტყობინება, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2012 წლის 28 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული „აკმ"-ის სისტემის ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღი #"პიუ-2615", 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა ამოიღეს.


მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით: "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა."

30-11-2012, 09:22
უკან დაბრუნება