ზესტაფონის გამგებელსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს ბრალს დღეს 3 საათზე წაუყენებენ.
მას გამოძიება ერთდროულად 2 დანაშაულში დებს ბრალს. პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა მის წინააღმდეგ არსებული მასალები და ჩვენებები.
კახა გეწაძეს თავდებში უდგება ჭიდაობის ფედერაციის სრული შემადგენლობა და მოჭიდავეთა უმრავლესობა.
დაცვის მხარე და თავდები აცხადებენ, რომ არ არსებობს საფრთხე, გეწაძე გამოძიებას დაემალოს, რადგან ჩხუბი, რომელშიც ბრალი ედება, ერთი წლის წინ მოხდა და ამ პერიოდის განმავლობაში გეწაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ დაბრუნდა.