ივერიონი / ლუის ნავარო ახალ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს

ლუის ნავარო ახალ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს

სასტუმრო „რედისონშ“ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში NDI-ს მისიის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან  არჩევნების ისეთ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას დაისმახურებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოში არჩევნები ასეთი სისტემით ჩატარდება.


"იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი არჩევნები, ეს იქნება საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქნება სისტემა, რომელიც უფრო დიდ ნდობას დაიმსახურებს ამომრჩევლებში", - დასძინა ლუის ნავარომ.


მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საშუალება ეძლევათ, ისაუბრონ იმ გამოცდილებაზე, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღეს.

30-11-2012, 13:15
უკან დაბრუნება