„მე9 არხის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ვრცელდება, "მე-9 არხზე" ყველაფერი კარგად ვითარდება. როგორც ვთქვი, ტელეკომპანია დარჩება. ხდება რეორგანიზაცია, ეს კი ნორმალური პროცესია".
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. დღეს ის "ქორთიარდ მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ”მე-9 არხის” გენერალურმა დირექტორმა კახა ბეაქურმა თანამებობა დატოვა. ის ამ თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. ბექაურის არხიდან წასვლის მიზეზად ტელეკომპანიის რეორგანიზაცია დასახელდა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა: და განაცხადა: "დაკავებების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივეს ვფიქრობთ ჩვენც და ვაკეთებთ კიდეც. ასე რომ, ჰილარი კლინტონის განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა".