"ფაქტია, რომ უცხოური გაზეთების პუბლიკაციებში საქართველოს ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში.
მისი განცხადებით, ყველა შემთხვევაში საქმე ეხება მაღალი რანგის გამოცემებს, ამიტომ მათი უგულვებელყოფა არ შეიძლება. მაგრამ, ბევრი სტატია შეიცავდა უზუსტობებს. ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა, "ფიგაროს" პუბლიკაციაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახალ ხელისუფლებას აღარ სურს ნატოში გაწევრიანება.
"ჩვენ ნამდვილად რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მიაჩნია, რომ რომელიმე ჟურნალისტის მოსყიდვა შეუძლებელია, რადგან საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ გამოცემებთან, მაგრამ ის, რომ საქართველოს ელჩი ამერიკაში და ევროკავშირში, აშკარად ადგანან ჩვენი ხელისუფლების კრიტიკისა და არა საკუთარი მოვალეობის შესრულების გზას, აჩენს შესაძლებლობას, რომ უცხოურმა მედიამ არასწორი დასკვნები გააკეთოს. იგივეს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტიც. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ის არ ათავისუფლებს ელჩებს და მხოლოდ სიტყვიერად ადასტურებს მზადყონას თანამშრომლობაზე", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.