"მე-9 არხზე" მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ის ფაქტი, რომ არხი აღარ იქნება პრემირ-მინისტრის ოჯახის მართველობის ქვეშ, ძალიან კარგია. თუ წინა ხელისუფლების დროს, ხელისულფბა ძალით ართმევდა ტელევიზიებს მეპატროენებს, ახლა ჩვენ არ გვინდა, რომ ტელევიზია პრემიერის სახელს უკავშირდებოდეს. მე მომხრე ვარ, რომ ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა არ დაირღვეს", _ განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ტელევიზია იქნება პოლიტიკოსის სახელისგან გათავისუფლებული.
შეგახსნებთ, რომ "მე-9 არხი" დატოვეს: არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ, გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ საკითხებში ირინა თევდორაშვილმა, რეგიონულმა პროდიუსერმა ირაკლი აბსანძემ, დილის გადაცემის ჟურნალისტებმა, ასევე გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძემ.