28 ნოემბერს, ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად შსს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ელგუჯა კ. დააკავეს.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
„1998 წლის 21 თებერვალს ნასვამმა ელგუჯა კ.-მ  ურთიერთშელაპარაკებისას  სიდედრი 1928 წელს დაბადებული  ნაზი ჯახუა მოკლა. შემდეგ, მეუღლის, 1973 წელს დაბადებული  მაია კ.-ს დახმარებით, ლეიბის პირში გახვეული  გვამი თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩამარხა და კვალის დასაფარად აღნიშნულ ადგილზე სველი წერტილი გააკეთა.
დაკავებისას ელგუჯა კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ნანა ჯახუას გვამის ზუსტი ადგილსამყოფელი მიუთითა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე ელგუჯა კ.-თავს არიდებდა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას, შემდგომში მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და დანაშაულში მხილების თავიდან აცილების მიზნით.
საქმე აღიძრა სსსკ 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.