ივერიონი / ბაჩო ახალაიას მეუღლე პატიმრების უფლებებს დაიცავს?!

ბაჩო ახალაიას მეუღლე პატიმრების უფლებებს დაიცავს?!

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია პატიმართა უფლების დასაცავად.


ნადარეიშვილის განაცხადაებით, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" ღია იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც ახალი მთავრობის უკანონო ქმედებების მსხვერპლად მიიჩნევს თავს.

ნადარეიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს; მისი წევრები გეგმავენ, შსს-დან გამოითხოვონ ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი დანაშაულებების შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საჯარო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების გამო პასუხს მოითხოვენ.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მძიმე მოვლენები დაიწყო. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მედიაზე და თვითმმართველობებზე ზეწოლა, ადამიანების განთავისუფლება სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით და ხალხის დაშინება. არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში იმატა კრიმინალმა და კორუფციულმა ფაქტებმა", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

30-11-2012, 18:00
უკან დაბრუნება