ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 2“ მოინახულეს.
„ხადორი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 35 მლნ კვტ/საათს შეადგენს.
ჰესის მშენებლობაში 5 მლნ ევროს ოდენობის ქართული ინვესტიცია ჩაიდო.
„ხადორი 2 ჰესი“ ერთადერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც 2000 წლიდან დღემდე აშენდა.
დღესვე კახა კალაძე სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს გაეცნო. მინისტრი ლაპანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბიჭების მშობლებსაც გაესაუბრა.