სამართალდამცველებმა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს.
“გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულია მამუკა ხვედელიანი.
მამუკა ხვედელიანი წლების მანძილზე მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.