შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალს დღეს წარუდგენენ.
ამის შესახებ გუშინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, დანაშაულში ბრალდებული პირები საქართველოში არ იმყოფებიან და მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.