ამ დილით ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ამ ფაქტს "ფეისბუქით" თავად გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გამოეხმაურა:
"დღეს დილით, 06:30 საათზე, ჩემი მშობლების სახლში, სურამში ჩაატარეს ჩხრეკა. "აღმოაჩინეს" და წაიღეს, ძველი ე.წ. ბრონეჟილეტი და ე.წ. კისტის თოფი დედაჩემი ძალიან დარდობს, "ამას რა დაალაგებს, სახლი გადმოტრიალებულიაო".
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.