ამ წუთებში ჯორჯ სოროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში სტუმრობს.
შეხვედრის შესახებ რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და არც ის არის ცნობილი, რაზე ისაუბრებს პრემიერი „ღია საზოგადოება-საქრათველოს“ დამფუძნებელთან.
როგორც ცნობილია, ჯორჯ სოროსი საქართველოს გუშინ ეწვია. მისი ვიზიტი არაოფიციალურია.