1-3 დეკემბერს საქართველოში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგით მეორე მასშტაბური მოდელირება YES Goergia-სა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ პროექტის “MoNYS in Georgia“ ფარგლებში.
7 კომიტეტიდან რამდენიმეს მოდელირება იგეგმება, ესენია: North Atlantic Council, Defence Policy and Planning Committee, Nuclear Planning Groups, Political Partnership Committee, Operation Policy Committee, Euro-Atlantic Partnership Council,NATO-Russia Council.
1-2 დეკემბერი დაეთმობა საკომიტეტო სესიებს, რომლებსაც ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი უმასპინძლებს. 3 დეკემბერს კი ჩატარდება პროექტის დასკვნითი ნაწილი - მოდელირებული სამიტი.
პროექტის მხარდამჭერები არიან: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“, „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.