ივერიონი / სოზარ სუბარი: პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პატიმარს მოეხსნება

სოზარ სუბარი: პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პატიმარს მოეხსნება

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრი რუსთავში, ქალთა #5 დაწესებულებაში იმყოფება, სადაც განაცხადა, რომ პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პრობაციონერს მოეხსნება.


,,ჩვენი სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ თვეში 3 800 პატიმარს მოეხსნა პირობითი სასჯელი, ამ მიმართულებით კომისია მუშაობას აგრძელებს. საქართველოში სულ 37 ათასი პრობაციონერი იყო, აქედან ამნისტიასთან ერთად 20 ათასამდე ადამიანს მოეხსნება პირობითი სასჯელი", - განაცხადა მინისტრმა

1-12-2012, 15:50
უკან დაბრუნება