კონგოში თვითმფრინავის “ილ-76”-ის აფეთქებას სომხეთის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას სომხეთის საინფორმაციო სააგენტო "Новости-Армения" ავრცელებს. სააგენტოს პრესმდივნის ნელი ჩერჩინიანის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეები კონგოში კონტრაქტით მუშაობდნენ.
Associated Press-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი უკრაინის მოქალაქე იყო. დაღუპულის სხეული ავარიის ადგილას აღმოაჩინეს. დანარჩენი მფრინავების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
საავიაციო სამსახურის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი „ილ-76“ ავიაკომპანია Trans Air Congo-ს ეკუთვნის. ამ დროისთვის დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადგილობრივი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თვითმფინავში არალეგალი მგზავრებიც ყოფილიყვნენ.