ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარი შეხედულება კობა ხაბაზმა „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
“ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების შეთითხვნა იმას ადასტურებს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - ქვეყანა ციხედ აქციოს და დაიჭიროს ყველა პოლიტიკური ოპონენტი. ბიძინა ივანიშვილო, ნუ გგონია, შეგვაშინებ! ამით შენი რეჟიმის აღსასრულს დააჩქარებ. ივანიშვილო, ცუდად დაგინახავს შენი შუშის კოლბიდან არათუ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საქართველო... საქართველომ ისტორიულ სანაგვეზე გადააგდო კომუნისტური რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ასლან აბაშიძის რეჟიმი და შენს სამარცხვინო რეჟიმსაც მოისვრის სანაგვეზე”,- აცხადებს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური წევრი კობა ხაბაზი.