რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა. მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა: „ეს იყო სიმბოლური დაკითხვა. მე გული სიამაყით მევსება, როცა ვუყურებ პატრულს. დასანანია, რომ ივანიშვილი პოლიციას რეპრესიულ მანქანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს“.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე საღამოს ექვს საათზე გამოცხადდა.