მაიამის აეროპორტში 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ორსართულიანი ავტობუსი ესტაკადას შეეჯახა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ssociated Press“ ავრცელებს.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტობუსში სულ 32 მგზავრი იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
გაზეთ „The Miami Herald“-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ათზე მეტი სახანძრო და სასწრაფო დახმარების ექვსი მანქანა მივიდა. აეროპორტის საფრენი ზოლი ნახევარი საათით გადაიკეტა.
აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, ავტობუსი თვითმფრინავის დასაფრენ ზოლზე მოძრაობდა. წესების თანახმად, მას მხოლოდ აფრენის არეალში ჰქონდა გადაადგილების უფლება, რადგან აფრენის ზოლი მაღალი მანქანებისთვის არის განკუთვნილი.