დღეს სირიაში ინტერნეტის მიწოდება კვლავ აღდგა. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.
სირიაში ინტერნეტის მიწოდება 29 ნოემბერს შეწყდა. გარდა ამისა, არ მუშაობდა მობილური კავშირგაბმულობა.
საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სატელეფონო კავშირი დამასკოშიც აღდგენილია.
ხელისუფლება ინტერნეტის გათიშვაში ტერორისტებს ადანაშაულებს. თუმცა სირიის ოპოზიცია და რიგი მსოფლიო ექსპერტeბი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ინტერნეტი თავად ხელისუფლებამ გათიშა მეამბოხეების საქმიანობისთვისთვის ხელის შეშლის მიზნით.