ივერიონი / თენგიზ გუნავას დღეს გაასამართლებენ

თენგიზ გუნავას დღეს გაასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს . 

 

გამოძიება გუნავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით დიდი რაოდენობით საწვავის მითვისებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, გუნავამ 2012 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონები და მისთვის გადაეცა. 

 

სასამართლო პროცესი 11:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

 

2-12-2012, 10:42
უკან დაბრუნება