მოსკოვში საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების გაფართოებას არ გამორიცხავენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა "ინტერფაქსთან" საუბრისას განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ ჟენევის დისკუსიის დროს ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტი უკვე გვქონდა. ჩვენ დავაკვირდებით, რეალურად როგორ განვითადება მოვლენები თბილისში, რადგან, როგორც იცით, იქ არც ისე მშვიდი ვითარებაა. როდესაც ჩვენ მივხვდებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მე არ გამოვრიცხავ, რომ არსებული კონტაქტები გაფართოვდეს. თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას", - აღნიშნა კარასინმა.