დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, დღეს, 17 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პროკურატურაშია დაბარებული.
„უწყებაში არ არის განმარტებული, რა საგამოძიებო ქმედების ფარგლებშია დათა ახალაია პროკურატურაში დაბარებული“,- აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფება, დანიშნულ დროს პროკურატურაში მისვლას მისი ადვოკატი გეგმავს.