ივერიონი / ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის  II განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე  გიორგი ბ. გლდანში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას  4  სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდა მოყავისფრო სითხით.

 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ოფიციალურ საიტზე ავრცელებენ.

 

ინფორმაციის თანახმად, ქიმიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  აღნიშნული სითხე ნარკოტიკული საშუალება  „დეზომორფინია",  0,004 გრ, რაც დიდ რაოდენობად ითვლება.

 

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ  დაკავებულის სისხლში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის კვალი აღმოაჩინა.

სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის  1-ლი  ქვეპუნქტით აღიძრა, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2-12-2012, 13:19
უკან დაბრუნება