ივერიონი / ბაგრატის ტაძარს ისტორიული სახე უბრუნდება

ბაგრატის ტაძარს ისტორიული სახე უბრუნდება

რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი   გახსნიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ კვლავ ხარაჩოებშია.   ტაძრის ერთ ნაწილში, იუნესკოს მითითებით, სპილენძის მწვანე  სახურავს ცვლიან.

 

სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, „ნემო ინტერნეიშენელის“  თანამშრომლის, ნიკოლოზ ჩხაიძის თქმით, იუნესკოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ტაძარს ხშირად სტუმრობენ, სახურავი დაიწუნეს.

 

„ახალი სახურავი მხოლოდ იმ ნაწილში კეთდება, რომელიც შუშისაა. იუნესკოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სახურავი კედლის ფერი უნდა იყოს. ხარაჩოები ტაძრის შიგნითაც არის, სადაც ესპანელები ჭერს აკეთებენ“, - ამბობს ჩხაიძე.

 

რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი მიმდინარე წლის სექტემბერში  გაიხსნა. ობიექტის აღდგენითი სამუშაოები 2009 წელს დაიწყო, თუმცა, იუნესკოს განცხადებით,  სამუშაოების მიმდინარეობისას  შეცდომები იყო დაშვებული, რის გამოც ტაძარს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან გაქრობა ემუქრებოდა.    

შეგახსნებთ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში არაერთხელ გამოთქმულა უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ ტაძარს შუშის სახურავს უკეთებდნენ, რაც მე-5 საუკუნის ისტორიული ძეგლისთვის მიუღებელი იყო.

 

2-12-2012, 13:35
უკან დაბრუნება