ფრანგმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი 58 წლის გიორგი მარგველაშვილია. მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
გვამს უკვე ჩუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც წინასწარი დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ გარდაცვალება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ გამოიწვია. სამართალდამცავებმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრეს.
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სასჯელს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით იხდიდა, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამი დღის წინ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.