წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანთან ტყე იწვის. ინფორამციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წყალტუბოდან სახანძრო სამსახურის ჯგუფები უკვე გავიდნენ. თუმცა ნამოხვანის მახლობლად ტყის ტერიტორია მიუდგომელია, რის გამოც შესაძლოა მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდეთ.
ნამოხვანი ის ტერიტორიაა, სადაც წინა მთავრობა დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა.