ივერიონი / პატიმრობიდამ 55 წუთის გათავისუფლებულმა აშშ-ს მოქალაქემ ბანკი გაძარცვა

პატიმრობიდამ 55 წუთის გათავისუფლებულმა აშშ-ს მოქალაქემ ბანკი გაძარცვა

33 წლის კრისტოფერ ფრანკლინ უივერმა, რომელიც სასჯელს სექსუალური ძალადობისთვის იხდიდა, 31 პატიმართან ერთად ციხე  29 ნოემბერს, დილის 11 საათზე დატოვა. უივერმა გათავისუფლებიდან 55 წუთის შემდეგ  Pacific Continental Bank გაძარცვა. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა თანხის მითვისება შეძლო მან.  The Register-Guard ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. 

 

ორეგონის შტატის ციხეში პატიმართა მასობრივი გათავისუფლების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან  ციხეებში დაფინანსების შემცირება გახდა. ამჟამად  ციხეს,  500 პატიმრის ნაცვლად, მხოლოდ 135 დამნაშავის მიღება შეუძლია.  

 

პოლიციამ დაკავებული უივერი FBI-ს გადასცა. პატიმარი ისევ ლეინის ციხეში დააბრუნეს. თუმცა ამჯერად უივერის დაკავების ხარჯებს, ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად, ფედერალური ბიუჯეტი დააფინანსებს. 

2-12-2012, 15:48
უკან დაბრუნება