ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, 29 ნოემბერს, მემარცხენე პარტიის 4 წევრს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი შეუწყდა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
იან ვან აკენს, ინგე ხეგერს, სევიმ დაგდელენს და დიტერ დემს ხელშეუხებლობის იმუნიტეტს 2010 წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოართმევენ. ლიუნბერგის პროკურატურამ დეპუტატების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პარლამენტარებს ბრალი ედებათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში საჯარო წაქეზებისთვის.
ქვემო საქსონიაში დეპუტატებმა ბირთვული ნარჩენებით დატვირთული მატარებლის შესაჩერებლად აქციის მონაწილეებს ლიანდაგებზე ქვიშის დაყრისკენ მოუწოდეს.
ანალოგიური საქმე 2012 წლის აპრილში მემარცხენეთა პარტიის ლიდერის სარა ვაგენკნეხტის წინააღმდეგ აღიძრა. ეს საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც მან შტრაფი -500 ევრო გადაიხადა.
ქვემო საქსონიაში განვითარებული მოვლენებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში სულ 20–მდე დეპუტატი გამოიძახეს.