ანდრო ალავიძის ინფორმაციით, შეწყალების სახელმწიფო კომისიამ წარმოდგენილი საქმეებიდან დადებითი რეკომენდაცია დაახლოებით 1/3 -ს გაუწია.
„კომისიამ ყველა მსჯავრდებულის საქმე ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილა და გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღო“, - აცხადებს ალავიძე.
ალავიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების დროს პრიორიტეტი მიენიჭა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მისი თქმით, კომისიის წევრებმა იმ პატიმრებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც სასჯელს პირველად იხდიდნენ.
კომისიას დღევანდელ დღის წესრიგში 550 მსჯავრდებულის საქმის განხილვა ჰქონდა დაგეგმილი.