ივერიონი / გოგა ხაინდრავას ,,დემოკრატიის შუქურა“ კინოფესტივალზე წარსდგება

გოგა ხაინდრავას ,,დემოკრატიის შუქურა“ კინოფესტივალზე წარსდგება

კინოფესტივალი „ქართული პანორამა" უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ტარდება. ფესტივალი ჟიურის მიერ არჩეული საუკეთესო ფილმის რეჟისორებისთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ  საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად. 

 

წლევანდელ კონკურსში 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის გოგა ხაინდრავას - ,,დემოკრატიის შუქურა“, თომა ჩაგელიშვილის - ,,ომის ნაკვალევი“ და ეკა პაპიაშვილის - ,,გოგონა გორიდან“. 

 

გამარჯვებული ფილმი შვედეთში, გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება. პრიზის მფლობელს „ქართული პანორამის" ჟიური გამოავლენს. 

ფესტივალი საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების ხელშეწყობით ფინანსდება. 

 

2-12-2012, 17:54
უკან დაბრუნება