ივერიონი / ანა ფრანკის ცხოვრებაზე გერმანელები ფილმს გადაიღებენ

ანა ფრანკის ცხოვრებაზე გერმანელები ფილმს გადაიღებენ

გერმანელი კინემატოგრაფისტები მალე ანა ფრანკის ცხოვრების შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

 

ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას  შვეიცარიის ფონდი უცხადებს. ამ ეტაპზე რეჟისორი და მსახიობები შერჩეული არ არიან. ფილმის გადაღება 2013 წლისთვის იგეგმება.

სცენარი 1942–44 წლებში  ებრაელი გოგონას მიერ დაწერილი დღიურების მიხედვით განვითარდება.

 

ამას გარდა, ფილმში გამოყენებული იქნება ანას ნათესავების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური მასალები.

 

სცენარის ავტორი ფრედ ბრაინერს დორფერი იქნება. ის ცნობილია ფილმით „სოფი შოლის უკანასკნელი დღეები“. ეს ფილმი ოსკარზე იყო წარდგენილი.

 

ანა ფრანკის ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია  ამერიკელ კინემატოგრაფისტ ჯორჯ სტივენსონს ეკუთვნის. ფილმი სახელწოდებით ,,ანა ფრანკის დღიურები“ კინოეკრანებზე 1954 წელს გამოვიდა. მან კინოაკადემიის 3 ჯილდო დაიმსახურა.

 

2-12-2012, 18:52
უკან დაბრუნება