ივერიონი / ჯორჯ სოროსმა იუსტიციის სახლი დაათვალიერა

ჯორჯ სოროსმა იუსტიციის სახლი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში  კერძო ვიზიტით მყოფი, ცნობილი ფილანტროპი და მილიარდერი, ჯორჯ სოროსი თბილისის იუსტიციის სახლში მიიწვია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოროსი ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა სახის მომსახურების კონცეფციას გაეცნო.

 

ჯორჯ სოროსმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად იუსტიციის სახლი დაათვალიერა და სერვისების პროცედურებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა Just Café მომსახურებითაც ისარგებლეს. სტუმარს სიმბოლური პასპორტიც გადაეცა.

2-12-2012, 18:58
უკან დაბრუნება