თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე დაიწყო.
ადვოკატები სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნით, ის 3 დეკემბრისთვის გადაიდო.
ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ხვიჩა საბაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული.