საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მასთან ერთად ბრადებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილ "ივერიონთან" საუბარში განცხადა: "დაკავებულია კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც ბრალდებულნი არიან უკანონო ბანდ-ფორმირებების ჩამოყალიბებაში და ეს ორი პიროვნება დღეს სასამართლო პროცესზე არ იყო წარმოდგენილი".
ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 5 დეკემბერს 10:00 საათზეა ჩანიშნული.