ივერიონი / ქუთაისში მთავრობის სახლი დაილუქა

ქუთაისში მთავრობის სახლი დაილუქა

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარე მთავრობის სახლს ლუქი დაედო და თანამშრომლები სამსახურიდან გაანთავისუფლეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სახლის უფროსი  სპეციალისტი თეკლა ქარსელიძე ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, უწყება ათი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა და მთავრობის სახლში შვიდი ადამიანი იყო დასაქმებული.

 

„ამ უწყებაში რომ მოვხვედრილიყავით, სერიოზული კონკურსი გავიარეთ. სამსახურიდან დათხოვის მიზეზი რეორგანიზაციაა. თუმცა, ეს ყველაფერი მართებულად მოხდა, რადგან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გვაცნობეს. კადრების შემცირება ლოგიკური პროცესი იყო, რომელიც სამართლიანად განხორციელდა“, - დასძინა ქარსელაძემ.

 

3-12-2012, 11:55
უკან დაბრუნება