ივერიონი / იგორ გიორგაძე: საქართველოში დაბრუნება მინდა!

იგორ გიორგაძე: საქართველოში დაბრუნება მინდა!

"ჩემმა ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა თხოვნა, რომ მომეხსნას ძებნილის სტატუსი და მომეცეს საქართველოში დაბრუნების საშუალება", _ განაცხადა იგორ გიორგაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ტელეხიდის მსვლელობისას.

 

მისივე თქმით, ადვოკატმა მსგავსი განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

 

გიორგაძის განცხადებით, რაც ის ძებნილია, საქართველოში უკვე მესამე ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას მისთვის ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებია. 

 

"ჩემ საქმეში არსებობს სამი პიროვნების ჩვენება, რომლებიც სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი ზეწოლის ქვეშ იყო ჩამორთმეული, მაგრამ მე ძებნილის სტატუსი მაინც არ მომიხსნეს", _ აცხადებს გიორგაძე.

 

პარტია "სამართლიანობის" ლიდერი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს.

 

იგორ გიორგაძემ ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის დარდაცვალების გამოძიებაზეც საუბრობს.

 

"ახალი ხელისუფლება თანმიმდევრულად ცდილობს გაერკვეს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობების საქმეში. იანვარ-თებერვალში ბევრი ახალი დეტალი გახდება ცნობილი ამ საქმეებთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგაძე. 

 

3-12-2012, 12:41
უკან დაბრუნება