სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავები და არტილერია დამასკოს მისადგომებთან მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს ბომბავენ.
ცნობისათვის, მეამბოხეები დამასკოს აეროპორტში არიან და დედსქალაქისკენ გადაადგილებას ცდილბენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, სირიის მთავრობა ცდილობს დამასკის აეროპორტი დაატოვებინოს მეამბოხეებს და მოუსპოს მათ დედაქალაქისკენ წინსვლის შესაძლებლობა.
ეგვიპტის ავიაკომპანიის მიერ ორშაბათიდან დამასკოსა და ალეპოს მიმართულებით რეისების განახლების შესახებ განცხადება მიანიშნებს, რომ სირიის მთავრობამ შეძლო აეროპორტის ირგვლივ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ ჰომსში, ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 24 დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო ”სანამ” კვირას მომხდარი აფეთქება ”ტერორისტულ აქტად” შეაფასა.