პალესტინისთვის სტატუსის გაზრდაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელის მიერ ხმის მიცემის თაობაზე, ,,ივერიონმა“ კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა.
ცისკარიშვილის განცახდებით, გაეროში საქართველოს წარმომადგენელის მიერ რეზულუციისთვს ხმის მიცემა საქართველოსთვსი მომგებიანი არ იქნება და შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ-აღმოსავლური ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს. ექსპერტის ვარაუდით, გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეთანხმებით არის მიღებული, რადგან ,,ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საერთაშორისო ასპარეზზე გადატანას ცდილობს.
- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით ქართული მხარის გადაწყვეტილებას რეზოლუციისთვსი ხმის მიცემის თაობაზე?
- პალესტინა, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ნამდვილად ფლობს პერსპექტივას და ის სხვა ქვეყნების მაგალითებთან შესადარებელი ნამდვილად არ არის.
ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, საქართველოს თავი შეეკავებინა ამ გადაწყვეტილებისგან. ჯობდა პალესტინასთან მიმართებაში ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაზე გვეზრუნა და მათ სრული ინფორმაცია ჰქონოდათ ჩვენი პოზიციის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გადწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს და შეეცადოს ამ მოტივითაც გააუარესოს საქართველოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, რაც აგრეთვე უპერსპექტივო ნაბიჯი იქნება ,,ნაციონალურმა მოძრაობის“ მხრიდან. ამავე დროს, არსებობს ის პოზიტიური მომენტიც, რომ საქართველო მისი ყოფილი და უფროსი ძმისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ამ მხრივ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენი მხრიდან გადადგმულ თამამ ნაბიჯზეც ვისაუბროთ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ არის გაეროში საქართველოს წარმომადგენელი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება დააფიქსირა?
- ეს ბატონი კახა ლომაია უნდა ყოფილიყო. ის გახლავთ საქართველოს ელჩი გაეროში. მან გააჟღერა საკუთარი სურვილი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მაგრამ ამის შემდეგ ინფორმაცია არ ვრცელდება. გაურკვეველია, დაადასტურა თუ არა მისი სურვილი პრეზიდნეტმა. ვიდრე არ იქნება ახალი, იმოქმედებს ძველი. ეს არის ცვლილებების ფილოსოფია. ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე არაფერი თქმულა. თუ გაეროს რეზულოციისთვის მხარის დაჭერა ელჩის მოადგილის, ან რომელიმე სხვა თანამშრომლის დონეზე იქნა მიღებული, ეს კიდევ უფრო არაადეკვატურ ნაბიჯად ჩაითვლება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არც ერთ პრობლემასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო აზრი, გაუგებარია, საქართველოს ელჩი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა რა ფუნქციით აგრძელებს საქმიანობას გაეროში და ვის ინტერესებს წარმოაჩენს?
- თქვენ აზრით, ,,ნაციონალურმა მოძრაობა“ მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საერთაშორისო ასპარეზზე გადაიტანას ცდილობს?
- ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ, პრაქტიკულად, ეს მთელი მსოფლიოსთვის არის ცხადი და ამას არც ,,ნაციონალურმა მოძრაობა“ მალავს. იქ, სადაც ინფორმაციის სიმცირეა, სისტემურად გავრცელებულ ინფომრაციას ხშირად ძალიან დიდი გავლენა აქვს განურჩევლად რეალობისა. გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი. ეს ფაქტი, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული და ქართულ-დასავლური ურთიერთობის გასამძაფრებლად იქნას გამოყენებული.
როდესაც ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც ედუარდ შევარდნაძეა, აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალონ საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ, რათა ისინი მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს არ წარმოადგენდნენ საზღვარგარეთ, გასაგებია, რომ ეს საფრთხე რეალურია. ამდენად, გაუგებარია, რა გუნება-განწყობით დაჰყვებოდა იაკობაშვილი ფანჯიკიძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში და რა განცდები ამოძრავებს ბატონ ლომაიას გაეროს სხდომაზე.
- პალესტინასთან დაკავშირებით გაეროს ოფიციალურ გვერდზე ასეთი განმარტება დაიდო: „საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას“. ამ განცხადებას არ ჰყავს კონკრეტული ავტორი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ ადასტურებს ეს თქვენს ეჭვებს ლომაიასთან დაკავშირებით?
- ყველამ ვიცით, ვინ არის საქართველოს ელჩი გაეროში. განცხადებაში მითითებული რეგალია ადასტურებს, რომ იგი გავცელებულია ბატონი ლომაიას მიერ, სხვა წარმომადგენელი არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელი მაინც იქნებოდა მითითებული. განცხადებაში ისე არის წარმოდგენილი, თითქოს პალესტინა და ისრაელი სხვადასხვა რეგიონში იყოს განთავსებული და ასე იყოს წარმოშობილი ეს კონფლიქტი. ასეთი არადამაჯერებელი ტექსტი, გადაწყვეტილების მოუმზადებლობაზე მიგვითითებს. ამ საკითხზე დისკუსიის არსებობისთვის ყური არავის მოუკრავს. გასაგებია ის სიხარული, რომელიც პალესტინაში ვიხილეთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ ყოფილა პალესტინის სახელმწიფოებრივი აღიარება. ეს გახლავთ პალესტინისთვის დამკვირვებელი ქვეყნის და არა გაეროს წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
მომხდარი გარკვეული სტიმულია პალესტინასთან ორმხივი დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რაც მიუღებელია ისრაელისთვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის შეთანხმების მიღწევას სერთაშორისო ასპარეზზე კონსენსუსის საფუძველზე შევუწყოთ ხელი, საკუთარ თავზეც უნდა ვიზრუნოთ და რეალობის მიმართ ასეთი ხისტები არ უნდა ვიწოთ.
- თემასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემაც განცხადება გააკეთა. როგორ შეაფასებდით?
- ვნახეთ სერგი კაპანაძის განცხადება. მისი თქმით, პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილბა სწორი იყო. მისი ეს განმარტება მიგვანიშნებს, რომ პოზიცია საქართველოს პრეზიდნეტთან შეთანხმებულია და შესაბამისად, განმარტებების გაკეთებაც მათვე მოუწევთ.
ესაუბრა ქრისტინე მალანია