საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფრონეს ხეობაში, სოფელ აბანოში, კოდასა და წნერისში მომხდარ სროლებს ეხმიანება და მხარეებს კონსტრუქციული მიდგომისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მონიტორინგი ჩატარდა.
“2 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა დეტალური მონიტორინგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს, სოფელ აბანოს, კოდასა და წნელნისის მახლობლად მომხდარი სროლის ინციდენტის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე და ხელი შეუწყო ყველა მხარეს შორის კომუნიკაციას. მოგვიანებით ევროკავშირის მონიტორები შეხვდნენ მძღოლს, რომლის მანქანასაც ინციდენტის დროს ესროლეს. ისინი ასევე შეხვდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და მომხდარი ფაქტი განიხილეს.
დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოიჩინონ თავშეკავება. მისია მიესალმება ჩართული მხარეების მიერ ცხელი ხაზის გამოყენებას და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ცხელი ხაზის მეშვეობით მომხდარი ინციდენტის გარემოებათა გარკვევას“,-ნათქვამია განცხადებაში.