საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად მხარს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტში, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინა ხატისკაცის კანდიდატურას უჭერდა.
კობახიძის თქმით, უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის.
"საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ღირსეული კანდიდატები იყვნენ. პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიციფიური სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა უჩა ნანუაშვილს დახურულ ფორმატში დღეს შეხვდა. მან შეხვედრაზე დეპუტატებს საკუთარ ხედვა და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, საკუთარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება. ესენი არიან თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნინა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად მხარს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტში , სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.