ივერიონი / თეა წულუკიანი: იგორ გიორგაძეს უდანაშაულობის დამტკიცების საშუალებას მივცემთ

თეა წულუკიანი: იგორ გიორგაძეს უდანაშაულობის დამტკიცების საშუალებას მივცემთ

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში იგორ გიორგაძეს ექნება ყველა შესაძლებლობა, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მას ამისი სამართლებრივი საშუალებები მიეცემა. 

 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

 

მინისტრის განმარტებით, პროკურატურა ძებნილის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის განცხადებას შეისწავლის. 

 

„ნებისმიერი განცხადება, ძებნილის სტატუსთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნება. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში, მაგრამ თუ მას გააჩნია ძებნილის სტატუსი, მოხდება მისი საზღვარზე დაკავება, როგორც ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში“, - ამბობს წუკუკიანი.

 

მისი განცხადებით, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში იგორ გიორგაძეს ექნება ყველა შესაძლებლობა, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მას ამის სამართლებრივი საშუალებები მიეცემა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებაც მიიღოს.

 

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ  ძებნილის სტატუსის მოხსნა სურს, რისთვისაც პროკურატურას მიმართა.

 

3-12-2012, 20:27
უკან დაბრუნება