ივერიონი / მეჩითოვი და ხუნდაძე სამინისტროში უსტატუსოდ რჩებიან

მეჩითოვი და ხუნდაძე სამინისტროში უსტატუსოდ რჩებიან

"ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობენ მინისტრი გურამ ოდიშარია და ორი მოადგილე - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი. რაც შეეხება, ხათუნა ხუნდაძესა და იური მეჩითოვს, ისინი რჩებიან კულტურის სამინისტროში. მათი ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებისთანავე".

 

ამ განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, მეჩითოვისა და ხუნდაძის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც სამინისტროს განცხადებით ნაწილობრივ დადასტურდა. 

 

3-12-2012, 20:41
უკან დაბრუნება