მათთვის, ვისაც კინო უყვარს, დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. გარდა იმისა, რომ ზამთრის პირველი თვეა, სწორედ დეკემბრის პირველ ნახევარში ხდება ყველა მნიშვნელოვანი პრემიერა.
გამონაკლისი არც 2012 წლის დეკემბერი იქნება. ამ თვის განმავლობაში იგეგემება არაერთი ფილმის პრემიერა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებსაც მაყურებელი დიდი ხანია მოუთმენლად ელის.
თავდაპირველად შევეხოთ მსოფლიო კინოპრემირებს:
„ურჩხული და მზეთუნახავი“ 3D-ში
მაყურებელი იხილავს ცნობილი ზღაპრის დისნეისეული ეკრანიზაციის ახალ ვერსიას, შეიძლება ითქვას, ცნობილი მულტფილმის გაგრძელებას, რადგან მთავარი გმირები უკვე სიყვარულით იქნებიან დაკავშირებულნი.
ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა და მან 1991 წელს მიიღო ორი ოსკარი, ასევე დაეუფლა სამ ოქროს გლობუსს.
„მსოფლიოში ყველაზე მთვრალი ოლქი“
ფილმის მოქმედება ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ,,მშრალი კანონის“ პერიოდში და საკმაოდ საინტერესოა.
გარი ოლდმანს, ტომ ჰარდის, ჯესიკა ჩესტეინსა და მია ვასიკოვსკაიას დაპირისპირება უწევთ არა მარტო პოლიციასთან, არამედ მაფიოზურ კლანთანაც.
„მამაკაცი დატაცებაზე“
ჰოლივუდური ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ჯერარდ ბატლერი ფეხბურთის ვარსკვლავობიდან უბრალო სკოლის გუნდის მწვრთნელი და როგორ მიიპრყო მარტოხელა დედების ყურადღება, მათ შორის კი, ჯესიკა ბეილის, უმა ტურმანისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის. ფილმი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით არის გადაღებული.
„მასწავლებელი რინგზე“
ფილმი ჰოლივუდის მთავარი ლათინოსის სელმა ჰაიეკის მონაწილეობით, რომელიც გვიყვება ბიოლოგიის მასწავლებელზე, რომელსაც გაკვეთილებს შორის რინგზე ასვლა უწევს. ის იბრძვის ფულისთვის, რათა გადაარჩინოს სკოლის მუსიკალური გუნდი.
„ბინა N1303“
საშინელებათა ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მიშელ ბარტონი თამაშობს. ფილმის მთავარი გმირი შეეცდება, დედა-შვილის მოჩვენებასთან გაარკვიოს ურთიერთობა, ვინაიდან ის სწორედ იმ ბინაში დასახლდება, სადაც ორი, საკმაოდ აგრესიული მოჩვენება ბინადრობს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს იქ მისულთ.
„გათხოვდე ორი დღით“
ეს არის რომანტიკული კომედია, სადაც დიანა კრუგერი გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა გაჰყვე ცოლად პირველივე შემხვედრს და თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრო დედა რუსეთში, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მოიხსნა საგვარეულო წყევლა.
„10 წლის შემდეგ“
ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელებულმა ჩანინგ ტატუმმა, რომ მას ისევ თავისი პირველი სიყვარული უყვარდა. ეს ყველაფერი კი კლასელების შეკრებაზე გააცნობიერა, როცა ათი წლის უნახავ სკოლის სიყვარულს შეხვდა. ამ შეხვედრამ კი სრულიად შეცავალა მისი ცხოვრება.
„სასიყვარულო გადაფრენა“
ცნობილი ექიმი ჰაუსის შემდეგ ჰიუ ლორი უბრუნდება დიდ ეკრანებს და მას ახალ სურათში პარტნიორობას გაუწევს ახალგაზრდა მსახიობი ლეიტონ მისტერი. ფილმი მოგვითხრობს მეზობლებზე, რომელთა ურთიერთობაც საშინლადაა ჩახლართული.
„ჰობიტი : მოულოდნელი მოგზაურობა“
,,ბეჭდების მბრძანებლის'' გულშემატკივრები იხილავენ იმას, თუ როგორ დაიწყო მათთვის ასე საყვარელი ისტორია. ფილმი წარმოადგენს დეკემბრის ყველაზე მასშტაბურ პრემიერას. ბილბო ბეგინსი, კინემატოგრაფის ყველაზე ცნობილი ჰობიტი, გაემგზავრება, რათა დაიბრუნოს და აღადგინოს ჰობიტების მივიწყებული სამეფო. მოგზაურობისას იგი შეხვდება გენდელფს და აქედან იწყება მისტიური ისტორიაც, რომელიც ტოლკიენმა აღწერა თავის წიგნში.
რაც შეხება საქართველოს კინოთეატრებს: „რუსთაველში“, „ამირანში“, ახმეტელსა“ და „აპოლოში“ დეკემბერში გაიმართება ისეთი ფილმების პრემირა, როგორიცაა:
გაბრიელ მუჩინოს რომანტიული კომედია, სახელწოდებით "რა ვიცით სიყვარულზე? " ფილმში ყოფილი სპორტის ვარსკვლავი, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს, შვილის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ხდება. ამ წუთიდან ის ბავშვების დედების გულს იპყრობს. ფილმი 6 დეკემბრიდან გავა.
მას მოუწევს გააკეთოს არჩევანი გართობასა და ნამდვილ სიყვარულს შორის.
მალე საქართველოს კინოთეატრებში საახალწლო ფილმი - "ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი" გამოცნდება. მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი და ცელქი და-ძმა მშობლებთან ერთად საახალწლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, თუმცა ტურისტულ სააგენტოში მოწყობილი მორიგი აურზაურის გამო მათ მშობლები დასჯიან და საახალწლო მოგზაურობის მაგივრად არქეოლოგ ბაბუასთან დატოვებენ.