ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში, წინასწარი შერჩევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე "ნუგეშის" 15 სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი, " შირაქის ეკო პროდუქტებისა" და "კოდას" ჯიხურები გაქურდეს.
დაკავებულები არიან: ნიკა გ. და ნუგზარ ს. თბილისის მასშტაბით, მათ სულ 21 სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.