ივერიონი / კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

,,რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებს დაემუქრა, ჭკუით იყავით და ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროა, თუ არადა თქვენც განთავისუფლებული სასამართლო მანდატურების გზას გაგიყენებთო", - ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია უშუალოდ იმ ხალხმა მიაწოდა, ვინც იქ მუშაობს. ამასთან, მჟავანაძე აცხადებს, რომ კუბლაშვილი სრულ მონოპოლიას ახორციელებს მოსამართლეებზე და ამის დასტურია 5 ნოემბერს სასამართლოდან უკანონოდ გათავისუფლებული შვიდი მანდატური.


"ჩვენმა გაერთიანებამ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი მანდატურების სამსახურში აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის განხილვა 13 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა კუბლაშვილის პირობებში სამართლიანობის იმედი არ გვაქვს", - განაცხადა ნოკოლოზ მჟავანაძემ.


გაერთიანების ხელმძღვანელმა ,,ივერიონთან" საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კოტე კუბლაშვილს პარლამენტის მიერ სასწარაფოდ უნდა მოეხსნას უფლებამოსილება.


,,ჩვენ გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობის იმედი, რადგან, სანამ კუბლაშვილი იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კანონიერი გადაწყვეტილებები არ გვეღირსება!" - აღნიშნა ნოკოლოზ მჟავანაძემ.

4-12-2012, 12:32
უკან დაბრუნება