ივერიონი / როგორი ომბუდსმენი სჭირდება ქვეყანას?

როგორი ომბუდსმენი სჭირდება ქვეყანას?

"ქვეყანას სჭირდება პრინციპული და გადაწყვეტილებების მიღების დროს შეუვალი ომბუდსმენი. შესაბამისად, უჩა ნანუაშვილის გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ მომავალი სახალხო დამცველი ყველას ინტერესს დაიცავს". 

 

ამის შესახებ "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს. 

 

მისივე თქმით, "ახალგაზრდა ადვოკატები" საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის თანამდებობაზე შემოთავაზებულ უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას ემხრობიან. 

 

"მივმართავთ საქართველოს მომავალ სახალხო დამცველს – უჩა ნანუაშვილს და ომბუდსმენის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობიდამ გამომდინარე, ვთავაზობთ რაციონალურ საკადრო გადაწყვეტილებებს. კერძოდ, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, მართლმსაჯულების დეპარტამენტისა და თავად სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები შეთავაზებულ იქნეს საზოგადოებრივი ჯგუფებიდან დასახელებული ომბუდსმენობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ავტორიტეტიც და რეიტინგიც, საზოგადოებაში ურყევი და საპატივცემულოა. მათ უჩა ნანუაშვილთან ერთად, შეუძლიათ ეფექტური გახადონ ომბუდსმენის აპარატის მუშაობა", - აცხადებს კაიკაციშვილი.

 

4-12-2012, 14:19
უკან დაბრუნება